24 дек. 2011 г.

სკინჰედები

თანამედროვე “სკინ” კულტურა, რომლის ჩამოყალიბებაც მე-20 საუკუნის 60-70იან წლებს უკავშირდება, სათავეს შორეულ წარსულში იღებს. სწორედ მე-18 საუკუნის 60–იან წლებში დაიწყო „სკინ“ კულტურის ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბება.

ყველასათვის ცნობილია, რომ პირველი “ინდუსტრიული რევოლუცია” ინგლისში დაიწყო და ამ პროცესს ხელი შეუწყო გლეხების მასობრივმა გაღარიბებამ. გლეხები სარჩო-საბადებლის საძიებლად ქალაქებში ინაცვლებდნენ და მანუფაქტურებში და სხვადასხვა საწარმოებში იწყებდნენ ფიზიკურ შრომას. მუშათა ეს მასები ქალაქის გარეუბნებში, ჭუჭყიან ადგილებში სახლდებოდნენ და მკბენარებისგან თავის დასაცავად თმას იპარსავდნენ, ხოლო ბრიტანული ნისლიანი და წვიმიანი ამინდის გამო მაღალყელიან ფეხსაცმელებს ატარებდნენ. მათი ჩაცმულობის ერთ–ერთ დამახასიათებელ ატრიბუტად იქცა აჭიმებიც.

როგორც ცნობილია, ინგლისი თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ითვლება და მუშათა კლასის ყოველდღიური გართობაც, მდიდარი ფენებისგან განსხვავებით, ფეხბურთის მატჩებზე დასწრებით და გულშემატკივრობით შემოიფარგლებოდა. ლუდი კი იმ დროისთვის ერთადერთ იაფ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნეოდა.

1825 წელს მანჩესტერ–ლივერპულის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და ამ რეგიონებში მუშათა მოზღვავებამ ხელი შეუწყო “მუშათა კლასის” საბოლოო ჩამოყალიბებას და სათავე დაუდო მათ საპროტესტო მოძრაობებს მდიდარი ფენების წინააღმდეგ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მე-20 საუკუნის 60-70იანი წლებიდან კი მუშათა კლასის (ღარიბული ფენის) ახალგაზრდული ნაწილის გარდაქმნა იწყება Skinhead–ებად. ფეხბურთის გულშემატკივრები ქმნიან ფანკლუბებს. ერთერთი პირველი ასეთი ფანკლუბისთვის (billy boys) თამაშის მერე აყალმაყალი და ჩხუბი ტრადიციად იქცა. ამიტომაც, ისინი, თავებს იპარსავდნენ და Flight Jacket ან Bomber Jacket, Lonsdale და Doc Marten ფირმების ჩექმებს იცმევდნენ.

მოგვიანებით, „სკინები“ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყვნენ. ისინი უსმენენ იმ დროისთვის ბრიტანეთში გავრცელებულ Rock and Roll-ის ერთერთ მიმდინარეობას - Ska, რომელიც მიგრანტი იამაიკელების მიერ ჩამოტანილი კულტურის ზეგავლენით შეიქმნა. სკინ მუსიკის განვითარების მეორე საფეხურს წარმოადგენდა Oi! მუსიკა რომელმაც ჩაანაცვლა Ska და სკინჰედებს უფრო აგრესიული იმიჯი შესძინა.

80-იანი წლებში გაიოლებულმა საემიგრაციო სისტემამ და არალეგალ მიგრანტთა მასობრივმა შემოდინებამ (ინდოელების, პაკისტანელების ჩინელების და შავკანიანების) სკინჰედებში მასობრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. გახშირდა შეტაკებები ზოგიერთ სკინჰედურ ჯგუფებს და ფერადკანიან მიგრანტებს შორის. სკინჰედების მემარჯვენე ნაციონალურ ძალად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ბრიტანეთის ნაციონალურმა პარტიამაც, როკ-ჯგუფმა Skrewdriver და ჯგუფის სოლისტმა იან სტიურატ დონალდსონმა, მისმა მუსიკამ ულტრანაციონალისტური მოწოდებებით და მისალმებით (Sieg Heil!).

ამავე პერიოდში სკინჰედები საბოლოოდ დაიყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის დაჯგუფებებად – ულტრამემარჯვენეებად და ულტრამემარცხენეებად. ასევე, მოხდა იამაიკელი და არათეთრკანიანი წევრების ჩამოცილება, როგორც ეს სკინ სუბკულტურზე გადაღებულ ფილმში This Is England არის ასახული.

ამევე პერიოდში, მემარცხენე ორიენტაციის მქონე სკინჰედებმა შექმნეს ჯგუფები რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ, რომელმაც გააერთიანა ფერადკანიანები, ებრაელები და ჰომოსექსუალები (MGS Manchester Gay Skinheads). მათი ორიენტაცია იყო ანარქიზმი და კომუნიზმი. მათი საერთო დასახელებაა ANTIFA-ანტიფაშისტები.

ანტინაცისტურ ბლოკში ერთიანდეიან:

1) S.H.A.R.P. (Skinhead Against Racial Prejudices) - ამერიკაში წითელკანიანთა და მიგრანტთა მიერ ჩამოყალიბებული ანტინაცისტური დაჯგუფება. მთავარი მიზანი-ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

2 ) R.A.S.H. (Red & Anarchist Skinheads) - ანარქისტები და კომუნისტები, ე.წ. წითელი სკინები.

White power skinheads/Nationalist skinhead - ყველაზე მრავალრიცხოვანი სკინჰედური მოძრაობაა. მთავარი მიზნებია: ბრძოლა ფერადკანიან მიგრანტთა, კომუნისტების, ანარქისტების, ისლამის, იუდაიზმის და არაევროპული რელიგიების მიმართ, ჰომოსექსუალების და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. იდეოლოგია: ნაციონალ-სოციალიზმი, სოციალდარვინიზმი, ევგენიკა. მუსიკალური მიმდინარეობები: RAC(Rock against Comunism.), Oi!, NSBM (National Socialist Black Metal). ჩაცმის სტილი: Grinders Boots, PitBull, Bomber Jacket, Lonsdale.

-----------------------------სტატიის ავტორი – BERGMANN

Комментариев нет:

Отправить комментарий