6 февр. 2016 г.

ლატვიაში სირიელი და ერიტრეელი ლტოლვილები გაანაწილეს

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ევროპის კავშირის წევრ ლატვიაში სირიელი და ერიტრეელი ლტოლვილების რამდენიმე ოჯახი ჩავიდა.

 

პროცესი ევროპის კავშირის ლტოლვილთა შესახებ დუბლინის კონვენციის ფარგლებში ხორციელდება, რაც ითვალისწინებს ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში ლტოლვილთა გარკვეული კვოტის გადანაწილებას.

 

ლატვიაში განაწილებულ ახალმოსახლე ლტოლვილებს შორის რამდენიმე სკოლამდელი ასაკის ბავშვიც ირიცხება.

 

ცნობილია, რომ აღნიშნული კონიტიგენტი საბერძნეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკიდან იქნენ განაწილებულნი ლატვიაში.

ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ ლატვიამ უარი განაცხადა აზიელი და აფრიკელი ლტოლვილების დამატებითი ნაკადის მიღებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპის კავშირის მმართველი ელიტის ზეწოლის ქვეშ ლატვიას გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий