6 февр. 2016 г.

დრეზდენში ანგელა მერკელის გადადგომას ითხოვენ

გერმანიის ქალაქ დრეზდენში 15 000 ადამიანი გამოვიდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
აქციის ორგანიზება მოახდინა მოძრაობა „პეგიდამ“. აღნიშნული ორგანიზაცია ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ იბრძვის.

დემონსტრაციის მონაწილეებმა ანგელა მერკელის გადადგომა მოითხოვეს. მათ გამოფინეს ბანერები წარწერით: „მერკელი უნდა წავიდეს“.

„დემონსტრანტები მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. მხოლოდ 2015 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1.5 მილიონი მიგრანტი შემოვიდა“, აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი აქციები დაიგეგმა  საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში და ჰოლანდიაშიც.


სახელწოდება Pegida იშიფრება როგორც „ევროპელი პატრიოტები ძველი სამყაროს ისლამიზაციის წინააღმდეგ“. 

Комментариев нет:

Отправить комментарий