24 дек. 2011 г.

ჯვარი – მზის სიმბოლო

ჯვრის სიმბოლო სათავეს იღებს წარმართულ ხანაში. ის ბაბილონის ქალდეიდან გავრცელდა ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკაში, აფრიკის ნაწილსა და სხვა ადგილებში ქრსიტიანობამდე მრავალი საუკუნით ადრე.

წინაქრისტინაული ჯვარი საკრალურ სიმბოლოდ ითვლეობოდა ქალდეველთა, ფინიკიელთა, ევგიპტელთა და მრავალ სხვა ერს შორის.

წარმართულ იტალიაში ხალხს სწამდა ჯვრის, როგორც რელიგიური სიმბოლოსი. მას განიხილავდნენ, როგორც მფარველს და ჯვარს აღმართავდნენ საფლავებზე. ჩვ. წ. აღ–მდე 46 წელს გამოშვებული რომაული მონეტები გამოსახავენ იუპიტერს, რომელსაც ხელში გრძელი სკიპტრა უკავია და რომელიც ჯვრის გამოსახულებით ბოლოვდება. წარმართული რომის ვესტას ტაძრის ქალწულები ჯვრის გამოსახულებიან ყელსაბამებს ატარებდნენ.

ჯვრის ფორმა დასაბამს იღებს ძველ ქალდეაში და ის გახლდათ ღმერთ თამუზის სიმბოლო.

თამუზი გახლდათ ახალგაზრდა განხორციელებული მზე, ხორცშესხმული მზის ღვთაება. ის იგივდება ბერძნულ ადონისთან და ფინიკიურ ადონთან.

როგორც აღვნიშნეთ, თამუზის ნიშანი, ბაბილონური და ეგვიპტური ტაუს ნიშანი ეკლესიაში სწორედ კონსტანტინემ დაამკვიდრა.

მესამე საუკუნის შუა ხანებში ეკლესიამ წარმართებს უფლება მისცა შეენარჩუნებინათ თავიანთი წარმართული ნიშნები და სიმბოლოები.

სიტყვა „ჯვარი“ არსად გვხვდება ბერძნულ ახალ აღთქმაში. ეს იტყვა არის არასწორი თარგმანი, მოგვიანო ინტერპრეტაციაა ბერნძული სიტყვისა „სტაუროს“, რომელიც აღნიშნავს ვერტიკალურ ბოძს და მას არაფერი აქვს საერთო გადამკვეთ ჯვართან.

ჯვარი გამოიყენებოდა, როგორც ბაბილონური მზის ღმერთის სიმბოლო. უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინე დიდი გახლდათ მზის ღმერთის თაყვანისმცემელი. ფაქტი ისაა, რომ ქრისტე აწამეს ვერტიკალურ ძელზე და არა ჯვარედინა ხის მორებზე.

ეგვიპტურ ტაძრებში ჯვარი იყო წარმართული სიმბოლო სიცოცხლისა და ის ქრისტიანებმა დაისესხეს.

ისტორიული ცნობები ცხადყოფენ, რომ კონსტანტინემ დიდი წვლილი შეიტანა მზის თაყვანისცემის და მესიანისტური სარწმუნოების გაერთიანებაში. ხშირად მოვისმენთ, თითქოს კონსტანტინეს ჰქოდნა ხილვა მზეში გაციკროვნებული ჯვრის შესახებ 312 წელს. სინამდვილეში, ჯვარი არსად იხსენიება ახალ აღთქმაში, რადგან ქრისტე ჯვარზე კი არა, ვერტიკალურ ძელზე გააკრეს. შესაბამისად, ვერც ელენე დედოფალი მიაგნებდა სამ დიდი ჯვარს.

თვით 314 წლის შემდეგ კონსტანტინე უშვებს მონეტებს ჯვრის გამოსახულებით, რომლებიც მზე–ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენენ. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კონსტანტინე სულაც არ მოქცეულა, ის მხოლოდ 337 წელს მოინათლა სიკვდილის წინ. ჯვრის გამოცხადებას მასზე შტთბეჭდილება რომ მოეხდინა, მაშინ ის თაყვანს აღარ სცემდა მზის ღვთაებას.

ჯვარი ეს არის უძველესი ხანის უნივერსალური სიმბოლო. ეს არის კოსმიური სიმბოლო. ეს არის მზის სიმბოლო, ბაბილონური მზის სიმბოლო, ბაბილონურ–ასირიული და წარმართლი სრბოლის სიმბოლო. ასევე, ცნობილია წრეში ჩასმული ჯვარი სახელწოდებთ მზის ბორბალი და ასევე მრავალი სახესხვაობა ჯვრისა. ჯვარი ასევე განასახიერებს სიცოცხლის ხეს, წარმოადგენს ნაყოფიერების სიმბოლოს – ვერტიკალური ფრთა აღნიშნავს მამაკაცურ საწყისს, ჰორიზონტალური კი დედაკაცურ საწყისს.

Комментариев нет:

Отправить комментарий