24 дек. 2011 г.

ქრისტიანული სიონიზმი

ისტორია, პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური წანამძღვრები

ბოლო დროს ხშირად მოისმენთ ქრისტიან–სიონისტებზე და მათ როლზე „ისრაელის“ მხარდაჭერის საქმეში. ვინ არიან ქრისტიანი სიონისტები? როგორ აღმოცენდა ეს მოძრაობა, ვინ არიან მისი ლიდერები, რამდენად რეალურ პოლიტიკურ ძალას ფლობენ ისინი ამერიკაში და რა გავლენით სარგებლობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

ქრისტიანი სიონისტები ეწოდებათ ქრისტიანებს, რომლებიც იზიარებენ სიონისტურ პრინციპებს. კერძოდ, ისინი აღიარებენ „ისრაელის“ უფლებას იარსებოს პალესტინის მიწაზე. ქრისტიანი–სიონისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ებრაელები ფლობენ ღვთივბოძებულ უფლებას პალესტინის წმინდა მიწაზე, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ „ღვთივრჩეულ ერს“.

თავდაპირველად, ეს მოძრაობა აღმოცენდა რელიგიურ საფუძველზე. ქრისტიანული სიონიზმის ნიშნები გამოიკვეთა მე–16 საუკუნეს ბრიტანელ ქრისტიანებს შორის. იმ პერიოდში რომის კათოლიკურმა ეკლესიამ დაკარგა თავისი გავლენა გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში. ამ დროს, პროტესტანტების მოძრაობა იწყებს ჩამოყალიბებას.

1587 წელს კოცონზე დაწვეს ადამიანი სახელად ფრენსის კეიტი, რომლის განცხადებითაც, ებრაელთა დაბრუნება ე.წ. „წმინდა მიწაზე“ დასტურდება ბიბლიაში. 1607 წელს ქრისტიანი ღვთისმეტყველი თომას ბრაითმანა შვეიცარულ ქალაქ ბაზელში აქვეყნებს წიგნს სახელწოდებით „აპოკალიფსისისთვის ფარდის ჩმოხსნა“. წიგნი ამ,ტკიცებს, რომ ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველი ებრაელთა პალესტინაში დაბრუნებაზე მიუთითებს.
თომას ბრაითმანი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც წერდა ებრაელებზე და მათ რელიგიურ „უფლებაზე“ პალესტინაში. ის მოუწოდებდა ინგლისელებს მხარი დაეჭირათ ამ იდეისთვის.

მოგვიანებით გამოჩნდა საფრანგეთის ელჩი დანიაშ ისააკ დე ლა ბეიბარარი (1954–1676), რომელიც ერთ–ერთ წიგნში ამტკიცებს, რომ ებრაელების პალესტინაში დაბრუნება გარდაუვალია. მისი თქმით, ებრაელები შეინარჩუნებენ თავიანთ რელიგიას და არასოდეს მოიქცევიან ქრისტიანობაზე.

1621 წელს ჰენრი ფინჩმა, ბრიტანეთის თემთა პალატის ერთ–ერთმა თვალსაჩინო წევრმა, აღნიშნა, რომ ებრაელები დაბრუნდებიან პალესტინაში და დაეუფლებიან იმ მიწას, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდათ მათ და იქ განკითხვის დღემდე დარჩებიან. მისი თქმით, უფალი აკურთხებს იმ ერებს, რომლებიც ებრაელებს მხარდაჭერას აღმოუჩენენ.
თუმცა, მისმა მოწოდებამ გამოხმაურება ვერ ჰპოვა ბრიტანეთის თემთა პალატის სხვა დეპუტატთა შორის. ანგლიკანური ეკლესიის ლიდერები აგრძელებდნენ თავისი იდეების გავრცელებას ებრაელთა უფლებაზე პალესტინის მიწაზე. ისინი ებრაელების დაბრუნებას განიხილავდნენ, როგორც პირველ მოსამზადებელ ნაბიჯს იესოს მეორედ მოსვლისთვის.

მოგვიანებით, ლუის ვაიმ გამოაქვეყნა მრავალრიცხოვანი სტატიები ჟურნალში „ებრაული კომენტარები“, რომელთაც გარკვეული გამოხმაურება ჰპოვეს ინგლისურ საზოგადოებაში. ირლანდიელმა თეოლოგმა ჯუმ ნილსონ დარაბიმ (1800–1881) დაწერა წიგნები „ქრისტიანების სხვა შობა“ და „დიადი სიხარული“. ეს გამოცემები ავითარებენ აზრს ებრაელთა დაბრუნების და მათი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. დარაბის მისიონერული მოღვაწეობა გაგრძელდა 60 წლის განმავლობაში. იგი რამდენჯერმე ჩავიდა ა.შ.შ.–ში და საფუძველი ჩუყარა ქრისტიანულ სიონიზმს. დარაბიმ შეიძინა რამდენიმე მოწაფე ქრისტიან ღვთისმეტყველთა შორის, როგორებიცაა, დუაიტ მოდი, ბილი სანდეი, ჯეიმს ბრუკი, ჰარი ეირუნსაიდზი და საირუს სკოფილდი.

მე–17 საუკუნეში ქრისტიან–სიონისტთა მოძრაობა გაფართოვდა და მას რამდენიმე ევროპელი მწერალი, პოლიტიკოსი და თეოლოგი შეუერთდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი გახლდათ თომას ნიუტონი. ის გმობდა ევროპაში ებრაელებისადმი მტრულ დამოკიდებულებას. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში და ნაპოლეონ ბონოპარტის ექსპანსიონისტური ომების შემდეგ, ქრისტიანულ–სიონისტურმა მოძრაობამ თავის „ოქროს საუკუნეში“ შეაბიჯა.
მე–19 საუკუნეში ქრისტიანული სიონიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ენტონი ეშლი კუპერი და ერლ შაფტსბერი. ეს უკანასკნელი თავის მემუარებში აღნიშნავდა, რომ ყველა მოწმობა ებრაელთა პალესტინაში დაბრუნების შესახებ ჭეშმარიტი და უტყუარია.

შაფტსბერის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანეთის თემთა პალატასთან. 1839 წელს მან გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სახელმწიფო და ებრაელთა აღორძინება“. წიგნი ებრაელებს პალესტინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რათა დაეუფლონ გალილეის და იუდეის მიწებს. შაფტსბერიმ პირველმა წამოაყენა ლოზუნგი – „მიწა ხალხის გარეშე – ხალხს მიწის გარეშე“. ამ იდეის პროპაგანდას იგი 57 წლის განმავლობაში ეწეოდა. მისმა მოწოდებამ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა პოლიტიკოსებში, ჟურნალისტებში და ქრისტიან რელიგიურ მოღვაწეებში, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე, ამერიკაში.

შაფტსბერის გავლენამ თავის პიკს 1838 წელს მიაღწია, როცა მან შეძლო დაერწმუნებინა თავისი ქვეყნის მთავრობა საკონსულო გაეხსნა იერუსალიმში. ეს გახლდათ პირველი ბრიტანული მისია პალესტინაში. ამის შემდეგ, ებრაელი მიქაელ სალმან ალექსანდერი დაინიშნა ანგლიკან მწყემსმთავრად იერუსალიმში.

ქრისტიან–სიონისტთა შორის თვალსაჩინო თეორეტიკოსს წარმოადგენდა ჩარლზ ჰენრი ჩერჩილი, რომელიც დამასკოში ბრიტანელ კომისრად მოღვაწეობდა. 1841 წელს მან წერილი გაუგზავნა ებრაელთა ერთ–ერთ მომხრე მოშე მონტეფიერს, სადაც ირწმუნებოდა, რომ პალესტინაში ებრაელთა სახელმწიფოს შექმნა სავსებით განხორციელებადი იყო ორი პირობის დაცვის შემთხვევაში: ებრაელებს ინიციატივა უნდა აეღოთ საკუთარ თავზე და ემოქმედათ, ევროპულ სახელმწიფოებს კი მათთვის მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ.

ქრისტიან–სიონისტთა თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ ჯორჯ გაულარი (1796–1869), რომელიც თავის წიგნში აცხადებდა, რომ ახლო იყო დრო, როცა ებრაელები პალესტინაში დაბრუნდებოდნენ.

ეს მოძრაობა აერთიანებდა ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად სწამდათ მისი პრინციპები, მათ შორის იყო ბრიტანელი მრეწველი ედვარდ კაზალიტი (1827–1883), ლორანს ოლიფანტი (1829–1931) და ამერიკელი უილიამ ბლექსტონი, რომელსაც სიონიზმის მამამთავრად იხსენიებდნენ. 1891 წელს უილიამ ბლექსტონი სათავეში ჩაუდგა მძლავრ მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რათა ზეგავლენა მოეხდინა ამერიკელ პრეზიდენტ ბენჯამინ ჰარისონზე, რათა ეიძულებინათ ის მხარი დაეჭირა პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნისთვის. ამ კამპანიის მხარდამჭერთა შორის იყვნენ ნავთობმომპოვებელი მილიარდერი ჯონ როკფელერი, მასობრივი ინფორმაციის დარგში გამოჩენილი მოღვაწე ჩარლზ სკრიპნერი, მრეწველი მორგანი.

ქრისტიანული სიონიზმის მოძრაობას მიეკუთვნებოდა გამოჩენილი მოღვაწე უილიამ გეცლერი (1845–1931), რომელიც კურირებდა რელიგიურ საკითხებს ვენაში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა თეოდორ ჰერცლთან, სიონიზმის ერთ–ერთ ფუძემდებელთან.

ჰეცლერი სიონიზმს და ებრაულ მოძრაობას 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის ქრისტიანი იყო. ჰეცლერი ესწრებოდა მსოფლიო სიონისტური მოძრაობის პირველ კონგრესს, რომელიც შედგა ბაზელში 1897 წელს.

ქრისტიანული სიონიზმის იდეების გასავრცელებლად ევროპის მმართველი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა შორის იგი იყენებდა თავის პოლიტიკურ პოსტს. იგი შეხვდა „ძველი სამყაროს“ ლიდერთა დიდ ნაწილს, მათ შორის გერმანიის კაიზერს და ოსმალეთის იმპერიის სულთანს. ჰეცლერის შეხვედრამ ჯეიმს ბალფურთან 1905 წელს მოგვიანებით უდიდესი გავლენა მოახდინა 1917 წელს „ბალფურის დეკლარაციის“ მიღების საქმეში, რომელიც პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის საკითხებს განიხილავს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს არტურ ბალფური ქრისტიანი სიონისტი იყო, როგორც ამას მისი ნათესავი ბლანშ დიუ გადილი აცხადებს. 1919 წელს ბალფურმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ გაითვალისწინებს პალესტინის მაცხოვრებელთა სურვილებს, არამედ ოთხი დიდი სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას მხარი დაუჭირონ სიონიზმს. თავის გამოსვლაში მან, ასევე, განაცხადა, რომ სიონიზმი, მიუხედავად იმისა, მართალიათუ არა ის, სიკეთეს წარმოადგენს ის თუ ბოროტებას, გაცილებით მეტ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე 700 000 არაბის სურვილები, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ, და ის ზიანი, რომელიც მათ მიადგებათ.

მე–20 საუკუნის დასაწყისში ქრისტიანული სიონიზმის მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობაშიც შევიდა, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში. ინგლისის პრემიერ–მინისტრი დევიდ ლოიდ–ჯორჯი უფრო თავგადადებული ქრისტიანი სიონისტი იყო, ვიდრე მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ჯეიმს არტურ ბალფური.

ჟურნალისტი კრისტოფერ საიკსი, ვაჟი მარკ საიკსისა, რომელმაც ხელი მოაწერა საიკს–პიკოს შეთანხმებას, იხსენებს, რომ წინასწარი მოლაპარაკებების დროს ლოიდ–ჯორჯი ვერ დაარწმუნეს მრჩევლებმა შეეცვალა შეხედულება პალესტინის შესახებ. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ვერსალის შეთანხმებას. ის ფანატიკოსი მომხრე იყო სიონისტური ქრისტიანობის. მოგვიანებით, ჯორჯ ლოიდმა განაცხადა, რომ მან გაცილებით უკეთ იცნობდა პალესტინის ქალაქებს და გეოგრაფიას სახარების მიხედვით, ვიდრე უელსის და ბრიტანეთის გეოგრაფიას.
გამოჩენილ ინგლისელთა შორის, რომელთაც პირდაპირ ან ირიბად შეიტანეს წვლილი ქრისტიანული სიონიზმის შექმნაში, არიან ბენჟამინ დიზრაელი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი (მონათლული იუდეველი) ჯორჯ ელიოტი, სტამბულში ბრიტანეთის ელჩი პამერსტონი და გენერალი ალენბი.

ამას გარდა, მე–20 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანულ სიონიზმს მფარველობდნენ ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის, რონალდ რეიგანი. ამერიკელი პოლიტიკოსები განაგრძობენ ამ მიმდინარეობის მხარდაჭერას „ცივილიზაციათა ბრძოლის“ კონცეფციის ფარგლებში.

ქრისტიანი სიონისტების აზრით, ღმერთმა იბრაჰიმს (აბრაამს) გამოუცხადა, რომ ის აკურთხებს მათ, რომლებიც აკურთხებენ ებრაელებს, და დაწყევლის მათ, რომლებიც დაწყევლიან მათ. მათი თქმით, ღვთის სიყვარული ვინმესადმი გადის ღვთის სიყვარულზე ებრაელებისადმი. ამ ბიბლიურ სიტყვებს ებრაელები ბუკვალურად თარგმნიან და ფიქრობენ, რომ ის ნიშნავს ებრაელთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მორალურ და რელიგიურ მხარდაჭერას ყველა მათი მხრიდან, ვისაც ამის სწამს. ისინი თვლიან, რომ უფალი განახორციელებს ებრაელებისთვის მიცემულ აღთქმას საკუთარი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რამდენი დროც არ უნდა დაჭირდეს ამას.

ქრისტიანი სიონისტები თვლიან, რომ ამ სახელმწიფოს საზღვრები უნდა გადაიჭიმოს მდინარე ნილოსიდან მდინარე ევფრატამდე. მათი აზრით, იერუსალიმის ტაძარი იდგა იმ ადგილზე, სადაც ახლა ალ–აკსას მეჩეთი დგას. ამიტომ, ისინი მოუწოდებენ მეჩეთის დანგრევისკენ და მის ადგილზე იუდაური ტაძრის აშენებისკენ.

იუდეველები არ ცნობენ სახარებას და მასში დაცულ აღთქმებს და მხოლოდ თორას აღიარებე. ამიტომ, ამ თეორიის განვითარების ვალდებულება თავის თავზე აიღეს ქრისტიანმა სიონისტებმა. ქრისტიანული სიონიზმის პრინციპების კულტურულ საფუძველს რჩეულობის პრინციპი წარმოადგენს.

მათი აზრით, ღმერთმა ებრაელები გამოარჩია, როგორც საყვარელი ერი სამყაროს დასასრულამდე. ამიტომ, აბრაამ, ისააკ, იაკობ და იოსებ წინასწარმეტყველებისთვის მიცემული აღთქმა პალესტინის ებრაელებისთვის გადაცემის შესახებ წარმოადგენს მარადიულ აღთქმას და არ ექვემდებარება ცვლილებას.

ებრაელები, მათი აზრით, არასოდეს არავითარ ვითარებაში არ დაკარგავენ ამ აღთქმას. ამიტომ, ისინი კანონიერად თვლიან თავიანთ პრეტენზიებს პალესტინის მიწაზე, რადგან უფალი, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები არ ემორჩილებოდნენ და ღალატობდნენ მას, არასოდეს ჩამოართმევს მათ ამ უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ უფალმა დაუშვა ასურელების (586 წელს) და რომაელების მიერ (70 წელს) პალესტინიდან ებრაელების განდევნა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ უფლის აღთქმა დააბრუნებდა მათ და აღადგენდა მათ სახელმწიფოს.

აღდგომის პრინციპი ითვლება ქრისტიანული სიონიზმის კულტურულ–რელიგიური ფუნდამენტის ქვაკუთხედად: უფლის მიერ აბრაამისთვის და მისი შთამომავლებისთვის მიცემული აღთქმა კვლავაც ძალაში რჩება, ამიტომ, იუდეველები და ქრისტიანები, რომლებიც მათ ორბიტაზე ტრიალებენ, თავიანთი მოღვაწეობა ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების განსახორციელებლად უნდა წარმართონ. როგორც ლუის სპირი შაფერი, დალასში საღვთისმეტყველო კვლევათა კოლეჯის (ერთ–ერთი ცნობილი სასწავლო დაწესებულება, სადაც ქრისტიანული სიონიზმის იდეები იქადაგება) დამაარსებელი და დეკანი, აცხადებს „ისრაელი – მარადიული ნაციაა, რომელიც დედამიწის მარადიულ მემკვიდრეს წარმოადგენს. ის შექმნის მარადიულ სამეფოს და წარმართავს მას მარადიულად დავითის კანონების მიხედვით“.

ქრისტიანული სიონიზმის პრინციპები

1. ქრისტიანული სიონიზმის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს უფლის განსაკუთრებული მზრუნველობის პრინციპი. ქრისტიანი სიონისტები არაბებს და მუსულმანებს ქედმაღლურად განიხილავენ მეორეხარისხოვან ადამიანებად ისრაელის მიერ არაბების ომში დამარცხების შემდეგ, ასევე, ამერიკის მიერ ერაყის დამარცხების და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საბთოჭა კავშირის დაშლის შემდეგ.

2. ქრისტიანული სიონიზმის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გალ ლინსეი აცხადებს, რომ „ფსალმუნთა წიგნმა“ წინასწარ განსაზღვრა არაბთა გაერთიანების მცდელობები „ისრაელის“ ლიკვიდაციისთვის. დალასის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ დაიირა აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინი ცდილობდა გადაქცეულიყო ნაბუქოდონოსორად და დაეტყვევებინა ებრაელები პალესტინიდან მათი გაძევების შემდეგ.

3. მომავლის ხედვა თორაზე დაყრდნობით. 1967 წლის ომი იქცა გარდატეხის ეტაპად ქრისტიანული სიონიზმის ისტორიაში. ჯერო ფოლუელი, ქრისტიან–სიონისტებს შორის „ისრაელის“ მხარდაჭერის ერთ–ერთი დიდი მქადაგებელი, თვლის, რომ ეს ომი არის თორის წინასწარმეტყველების განხორციელება.

4. ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ომის წლებში მოშე დაიანი ამ გამარჯვებას ახასიათებს, როგორც ეპოქის საოცრებას. მან მიმართა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებს გადაეღოთ ეს გამოცდილება ვიეტნამელების წინააღმდეგ.

5. გალ ლინსეის წიგნი „უკანასკნელი შერკინება“ ამტკიცებს, რომ ჩვენ თორის წინასწარმეტყველებათა განხორციელების ეპოქაში ვცხოვრობთ. მისი აზრით, ამაზე მეტყველებს „ისრაელის“ სახელმწიფოს შექმნა, ამერიკის დაისის დასაწყისი, ჩინეთის მძლავრ სახელმწიფოდ ქცევა, რუსეთის მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის გამოჩენა, ასევე, მრავალრიცხოვანი მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, შიმშილი და გვალვა. მესიის მოსვლის წინ, მისი თქმით, მოხდება დიდი ბრძოლა – არმაგედონი. მისი თქმით, ჩვენ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერს ჩვენი თვალით ვნახავთ. მისი თქმით, „ისრაელის“ მტრებს წარმოადგენს კომუნიზმი და „მებრძოლი ისლამი“. მაგრამ „ისრაელი“ გაიმარჯვებს ჩინეთზე, რუსეთზე, აფრიკულ სახელმწიფოთა გაერთიანებულ ძალებზე, რომლებიც მის განადგურებას შეეცდებიან. ებრაელების გამარჯვება იქცევა ალ–აკსას მეჩეთის მთაზე სოლომონის ტაძრის აღდგენის წინაპირობად.

6. ზოგიერთი მკვლევარი ქრისტიან სიონისტებს განუკუთვნებს ჯორჯ ბუშსაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий