24 дек. 2011 г.

სიონიზმი

სიონიზმის დოქტრინა დაახლოებით 2500 წლის წინ ფანატიკოს იუდეველთა შორის ჩაისახა. (http://sveshnikov-a.viv.ru/cont/sionizm/1.htm). სიონიზმის იდეოლოგიური დოქტრინა იუდაიზმის დოგმებს ეფუძნება. იუდაიზმის პოლიტიზირებული დოგმატები „ღვთივრჩეულობის“, მესიანიზმის და „განსაკუთრებულობის“ შესახებ წარმოადგენს სიონიზმის მთავარ ამომავალ პრინციპებს.

სიონიზმის იდეოლოგები თვლიან, რომ „ებრაული საკითხი“ არის „მარადიული“, „განსაკუთრებული“ და ზეკლასობრივი საკითხი.

სიონიზმის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს განვრცობა სოლომონ მეფის დროინდელ ე.წ. „დიდი ისრაელის“ საზღვრებამდე.

სიონიზმის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად რჩება ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლა.

სიონიზმის მთავარ ხელმძღვანელ და მაკოორდინირებელ ცენტრს წარმოადგენს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია (მსო) და ებრაული სააგენტო ისრაელისთვის. ეს უკანასკნელი, უმთავრესად, დაკავებულია ებრაელთა ისრაელში იმიგრაციით და წარმოადგენს მსო–ს ისრაელის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.

მსო–ს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მსოფლიო სიონისტური კონგრესი. მსო–ს აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ორი განყოფილებისგან – ნიუ–იორკსა და იერუსალიმში. მსო მართავს და აკონტროლებს სიონისტურ ორგანიზაციებს 60–ზ მეტ ქვეყანაში. უმსხვილესი სიონისტური ორგანიზაციებია:

ქალ სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაცია, ყოველთა სიონისტთა მსოფლიო ფედერაცია, მსოფლიო სიონისტური მუშათა მოძრაობა, ამერიკის სიონისტური ორგანიზაცია.

სიონიზმი
ტერმინი „სიონიზმი“ (צִיּוֹנוּת‎ – ციიჰონუტ) უკავშრდება იერუსალიმში მდებარე სიონის მთას (ივრითზე צִיּוֹן‎ — Цион), რომელიც „წინასწარმეტყველთა წიგნებში“ იუდაიზმის ცენტრად განიხილება. ამასთან, ისრაელის მიწა (ერეც ისრაელ) ხშირად იხსენიება „სიონის ქალწულად“, ხოლო ებრაელი ხალხი – „სიონის ვაჟად“.

სიონიზმის იდეოლოგია აერთიანებს სხვადასხვა მიმდინარეობებს, მათ შორის, მემარცხენე–სოციალისტურ და ორთოდოქსულ–რელიგიურ მიმდინარეობებს.

ბაბილონის ტყვეობის დროიდან „სიონი“ ებრაული დიასპორისთვის დაკარგული სამშობლოს სიმბოლოდ იქცა.

მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ეს სემანტიკა გამოყენებულ იქნა „პალესტინოფილურ“ მოძრაობაში – „ხოვევეი ციონი“.

უშუალოდ ტერმინი „სიონიზმი“ ხმარებაში დაამკვიდრა სიონიზმის ერთ–ერთმა ადრეულმა თეორეტიკოსმა, „აჰუდატ ისრაელის“ და „იდიშიზმის“ ორთოდოქსულ–რელიგიური მოძრაობის ლიდერმა, ნათან ბირნბაუმმა. პირველად, ეს ტერმინი 1890 წელს გახმოვანდა ბირნბაუმის რედაქტორობოთ გამომავალ ჟურნალში „«Selbstemancipacion» (1893 წლის მაისიდან გამოდიოდა სახელწოდებით „სიონისტების ორგანო“), როგორც სახელწოდება პარტიისა, რომელიც „ჰოვევეი ციონის“ წმინდა პრაქტიკული გადასახლების პროგრამის საპირისპიროდ, ებრაელი ხალხის ერეც–ისრაელში დაბრუნებას პოლიტიკური გზით უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად ამისა, მე–19 საუკუნის დასასრულამდე „სიონიზმში“ ხშირად გულისხმობდნენ სწორედ პრაქტიკულ მოღვაწეობას ერეც–ისრაელში ებრაული სასოფლო–სამეურნეო დასახლებების შესაქმნელად. თავდაპირველად, სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებდა თეოდორ ჰერცლი ამ ტერმინს. ტერმინმა თანამედროვე მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ, რომელმაც ბაზელის პროგრამა მიიღო და მოძრაობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები გააერთიანა, ასევე, სიონისტური ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ, რომელსაც „ჰოვევეი ციონის“ უმრავლესობა შეუერთდა,

დიასპორაში განთესილ ებრაელთა შორის ყოველთვის არსებობდა ძლიერი სურვილი დაბრუნებოდნენ სიონს. სიონი, ისრაელის მიწა, იუდეა და იერუსალიმი, როგორც სამშობლოს სიმბოლოები, დომინირებდა ებრაულ კულტურაში და ყოველდღიურ ტრადიციულ რიტუალებში.

მე–12 საუკუნიდან მოყოლებული ებრაელები აღთქმულ მიწაზე დაბრუნებას იწყებენ. 1492 წელს ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შეივსო ესპანეთიდან გამოძევებული ებრაელებით, რომლებმაც დააარსეს ებრაული თემი „ცფატა“.

მე–16 საუკუნის განმავლობაში მოზრდილი ებრაული თემები დაფუძნდა ისრაელის ოთხ ქალაქში – იერუსალიმში, ქებრონში, ცფატში და ტვერიაში. 1695 წელს პალესტინას ესტუმრა გეოგრაფი და ლინგვისტი ადრიანი რილანდი, რომელმაც თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში Palaestina ex Monumentis Veteribus Illustrata. მან შექმნა პალესტინის რუქა და მოახდინა მოსახლეობის აღწერა დასახლებული პუნქტების მიხედვით. მისი დაკვირვებით, პალესტინა ნაკლებად დასახლებული ქვეყანა იყო და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იერუსალიმში, აკკოში, ცფატში, იაფოში, ტვერიასა და ღაზაში იმყოფებოდა. მოსახლეობის უმრავლესობას ებრაელები შეადგენდნენ, დანარჩენი ნაწილი კი თითქმის სულ ქრისტიანები იყვნენ. მცირე ნაწილს შეადგენდნენ მუსულმანები, ძირითადად ბედუინები. გამონაკლისს წარმოადგენდა ნაბლუსი (შხემი), სადაც მუსულმანები სჭარბობდნენ.

მე–18 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მცდელობა ევროპის „ალიიდან“ იერუსალიმში ებრაელთა რელიგიურ–ეროვნული ცენტრის განსაახლებლად. ამ მოძრაობის სათავეში იდგა რაბი იეჰუდა ჰასიდი, რომელიც იერუსალიმში 1700 წელს ჩავიდა თავის ათასამდე მომხრესთან ერთად. ამ ნაკადის ჩასვლამდე იერუსალიმის თემი 1200 ადამიანს ითვლიდა, მათ შორის, 200 აშკენაზს (აშკენაზი – გერმანელი ებრაელი). თუმცა, თვითონ იეჰუდა დაბრუნების შემდეგ უეცრად გარდაიცვალა. მის მიმდევრებსა და აშკენაზთა მევალე იერუსალიმის თემს შორის დავა წარმოიშვა. შედეგად, კრედიტორმა არაბებმა აშკენაზის სინაგოგა დაწვეს (1720 წ.) და ებრაელი აშკენაზები ქალაქიდან გაასახლეს. ამ ამბების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ევროპიდან დაბრუნებული ებრაელები ძირითადად ქებრონში, ცფატსა და ტვერიაში ცხოვრობდნენ.

1880 წლისთვის პალესტინის მოსახლეობამ 450 000 ადამიანს მიაღწია, მათ შორის 24 000 ებრაელი იყო. მათი უმრავლესობა ოთხ ქალაქში ცხოვრობდა – იერუსალიმში (სადაც ებრაელები 25 000–იანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენდნენ), ცფატში (4 000), ტვერიაში (2.5 ათასი) და ქებრონში (800), ასევე, იაფოში (1 000) და ჰაიფაში (300). იერუსალიმი ქვეყნის დიდ ქალაქად იქცა. ქვეყნის ებრაული მოსახლეობის ყველაზე ძველ ნაწილს შეადგენდა სეფარდას თემი, რომელშიც შეერწყნენ ემიგრატნები ჩრდილოეთ აფრიკიდან, ბუხარიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. აშკენაზური თემი, ძირითადად, აღმოსავლეთევროპელი ებრაელებისგან შედგებოდა, რომლებიც იყოფოდნენ ხასიდებად და მათ მოწინააღმდეგე „პრუშიმებად“ (მიტნაგდიმ). ებრაელთა აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრ ორთოდოქსიას მისდევდა და რაბინთა ავტორიტეტს ემორჩილებოდა. მიუხედავად „ხალუკის“ ფონდებიდან დახმარებისა, ებრაელებს მძიმე შრომა უწევდათ, რათა თურქი ჩინოვნიკებისთვის გადასახადები ეხადათ.

ებრაული სახელმწიფოს პირველი პრაქტიკული გეგმები გადმოცემულ იქნა რაბინ ცვი–გირშა კალიშერას წიგნში „სიონის მოთხოვნა“ (1860) და მოზეს გესსის წიგნში „რომი და იერუსალიმი“ (1862). ამ შრომებმა 1880–იან წლებში საფუძველი მოუმზადა პრაქტიკულ (დასახლების) სიონიზმს – „ჰოვევეი ციონის“ მოძრაობას („პალესტინოფილები“).

პირველი დიდი ტალღა თანამედროვე იმიგრაციისა, რომელიც „პირველი ალიის“ (עלייה‎) სახელითაა ცნობილი, 1881 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც ებრაელები იძულებულები იყვნენ დევნას აღმოსავლეთ ევროპაში დამალვოდნენ.

პოლიტიკური სიონიზმის წარმოშობა. ტ. ჰერცლის მოღვაწეობა (1897–1904).

პოლიტიკური სიონიზმის დამაარსებლად (მოძრაობა ისრაელის მიწაზე ებრაული სახელმწიფოს შექმნის და ებრაული საკითხის საერთაშორისო არენაზე აქტუალიზაციის მიზნით) ითვლება თეოდორ (ბენიამინ–ზეევ) ჰერცლი. 1896 წელს ჰერცლმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „ებრაული სახელმწიფო“ (Der Judenstaat), რომელშიც გადმოსცა თავისი ხედვა მომავალი ებრაული სახელმწიფოს შესახებ. მომდევნო წელს ჰერცლმა უხელმძღვანელა „ებრაელთა მსოფლიო კონგრესს“ ბაზელში, სადაც დაფუძნდა „მსოფლიოს სიონისტური ორგანიზაცია“.

„მეორე ალია“ (1904–1914) დაიწყო კიშინოვის დევნის შემდეგ. დაახლოებით 40 000 ებრაელი გადასახლდა პალესტინაში. პირველი და მეორე ალიის უმრავლესობა ორთოდოქს ებრაელობას წარმოადგენდა, თუმცა, მეორე ალია სოციალისტებსაც აერთიანებდა, რომლებმაც „კიბუცის“ მოძრაობა დააფუძნეს.

„ბალფურის“ დეკლარაციიდან ბილტმორის პროგრამამდე (1917–42).

პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა არტურ ბალფურმა გამოსცა დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით „ბალფურის დეკლარაცია“ ეწოდა. დოკუმენტში დეკლარირებულია, რომ ბრიტანეთი „დადებითად უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხის ეროვნული სახლის დაარსებას“. შედეგად, ებრაელმა მოხალისე სიონისტებმა ჩამოაყალიბეს „ებრაული ლეგიონი“, რომელმაც ბრიტანეთის ჯარებს დახმარება აღმოუჩინა პალესტინის დაპყრობაში.

1919–23 წლებში (მესამე ალია) პალესტინაში 40 000 ებრაელი ჩავიდა, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან. მესამე ტალღის ახალმოსახლეები კარგად იცნობდნენ სოფლის მეურნეობას და შეეძლოთ ეკონომიკის განვითარება. მიუხედავად იმიგრაციის კვოტისა, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააწესა, ებრაული მოსახლეობა ამ პერიოდის ბოლომდე 90 000–მდე გაიზარდა. მათ ისრაელის ზეგანის და ხეფერის ზეგანის ჭაობები დააშრეს და მიწა ვარგისი გახადეს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის. ამავე პერიოდში, დაფუძნდა პროფკავშირების ფედერაცია – გისტადრუტი.

არაბთა საპროტესტო მოძრაობამ ებრაელი იმიგრანტების წინააღმდეგ პალესტინაში მღელვარება და ბუნტი გამოწივია და 1920 წელს, ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაციის „ხა–შომერის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა ახალი ებრაული სამხედრო ორგანიზაცია „ხაგანი (ივრითზე „თავდაცვა“).

1922 წელს „ერთა ლიგამ“ დიდ ბრიტანეთს მიანიჭა მანდატი პალესტინაზე და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმის აუცილებლობით, რომ „ქვეყანაში პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ეკონომიკური პირობები შექმნილიყო ებრაული ეროვნული სახლის უსაფრთხო ჩამოყალიბებისთვის“. მანდატის საწყის ეტაპზე, იაფოს ბუნტის დროს, ბრიტანეთმა შეზღუდა ებრაელთა იმიგრაცია და ტერიტორიის ნაწილი, რომელიც გამიზნული იყო ებრაული სახელმწიფოსთვის, გადაეცა ტრანსიორდანიას.

იმ პერიოდში ქვეყანაში, ძირითადად, მუსულმანი არაბები სახლობდნენ, თუმცა, ყველაზე დიდი ქალაქი იერუსალიმი უმეტესწილად ებრაელებით იყო დასახლებული.

1924–29 წლებში (მეოთხე ალია) პალესტინაში 82 000 ებრაელი ჩასახლდა, ძირითადად, ანტისემიტიზმის აფეთქების შემდეგ პოლონეთსა და უნგრეთში. ეს ჯგუფი ძირითადად საშუალო კლასის ოჯახებისგან შედგებოდა. ისინი ჩასახლდნენ მზარდ ქალაქებში და დააფუძნეს მცირე სავაჭრო საწარმოები, კვების ობიექტები და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები. თუმცა, მოგვიანებით, მეოთხე ტალღის 23 000–მდე ემიგრანტმა ქვეყანა დატოვა.

1930–იან წლებში გერმანიაში ნაცისტური იდეოლოგიის აღზევებამ მეხუთე ალია წარმოშვა, რის შედეგადაც პალესტინას 250 000–მდე ებრაელი მიაწყდა. ეს პროცესი დასრულდა არაბთა აჯანყებით 1936–39 წლებში და დიდი ბრიტანეთს მიერ „თეთრი წიგნის“ გამოცემით 1939 წელს, რამაც, ფაქტიურად, საერთოდ შეწყდა ებრაელთა მიგრაცია პალესტინაში.

ბრძოლა ებრაული სახელმწიფოს შესაქმნელად (1940–48)

„ჰოლოკოსტს“ გადარჩენილი ებრაელების შეფარებაზე მრავალმა ქვეყანამ განაცხადა უარი, რაც პალესტინაში იმიგრაციაზე ბრიტანეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვასთან ერთად, ფაქტიურად, მილიონობით ებრაელის სიკვდილს ნიშნავდა. ბრიტანული შეზღუდვების გადასალახად შეიქმნა იატაკქვეშა ორგანიზაცია „მოსად ლე–ალია ბეტ“, რომელიც ებრაელებს ეხმარებოდა არალეგალურად ჩაეღწიათ პალესტინამდე და თავი დაეღწიათ დაღუპვისთვის.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პალესტინის მოსახლეობის 33 პროცენტს ებრაელები შეადგენდნენ, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 11 პროცენტს შეადგენდა 1922 წელს.

1945 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ჩართულ იქნა მზარდ კონფლიქტში ებრაულ მოსახლეობასთან. 1947 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უარი ეთქვა პალესტინის მანდატზე, რადგან აღარ შეეძლო არაბებისა და ებრაელებისთვის მისაღები გადაწყვეტილების მოძებნა. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ხნით ადრე შექმნილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ“ გენერალური ასამბლეის მეორე სესიაზე 1947 წლის 29 ნოემბერს დაამტკიცა „პალესტინის“ გაყოფის გეგმა. იერუსალიმი გამოცხადდა საერთაშორისო ქალაქად (corpus separatum) გაეროს მმართველობის ქვეშ. ებრაულმა „იშუვმა“ მიიღო ეს გეგმა, მაგრამ „არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ“ და არაბთა უმაღლესმა საბჭომ ეს გეგმა უკუაგდო.

ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების და გაძლიერების პერიოდი (1948–67)

დავით ბენ–გურიონმა ისრაელის დამოუკიდებლობა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა თომას ჰერცლის სურათქვეშ, პალესტინაში ბრიტანეთის მანდატის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე.

ისრაელის სახელმწიფოებრიობის გამოცხადების მეორე დღეს ხუთი არაბული ქვეყანა (სირია, ეგვიპტე, ლიბანი, ერაყი და ტრანსიორდანია) თავს დაესხნენ ახალ ქვეყანას და დაიწყო პირველი არაბულ–ებრაული ომი (ომი ისრაელის დამოუკიდებლობისთვის). ერთი წლის შემდეგ მხარეებმა შერიგება გამოაცხადეს და დროებითი საზღვრები შეათანხმეს, რომელთაც ეწოდათ «Зелёной черты». ტრანსიორდანიამ დაიკავა ტერიტორიები, რომელთაც შემდგომში ეწოდათ „დასავლეთ ნაპირი“ და „აღმოსავლეთ იერუსალიმი“, ეგვიპტემ კი კონტროლი დაამყარა „ღაზას სექტორზე“.

გაერო–ს მონაცემებით, ისრაელის დამოუკიდებლობის დროს ისრაელიდან დაახლოებით 711 000 არაბი გაიქცა. ამავე დროს, 800 000–ზე მეტი ებრაელი განდევნეს არაბული ქვეყნებიდან.

ისრაელის სახელმწიფოს არსებობის პირველ წლებში ისრაელში დომინირებდა სოციალისტური სიონიზმის მოძრაობა (მაპაი), რომელსაც ხელმძღვანელობდა ისრაელის პირველი პრემიერ–მინისტრი დევიდ ბენ–გურიონი. ამ წლებში აღინიშნა ებრაელთა მასობრივი მიგრაცია. 1948 წლიდან 1958 წლამდე ისრაელის მოსახლეობა 800 000–დან 2 მილიონამდე გაიზარდა. იმიგრანტების უმრავლესობა ლტოლვილს წარმოადგენდა და, პრაქტიკულად, არავითარი ქონება არ გააჩნდათ. ისინი დროებით კარვების ბანაკებში („მააბაროთ“) ცხოვრობდნენ. 1952 წლისთვის მსგავს ბანაკებში ცხოვრონდა 200 000–ზე მეტი იმიგრანტი. ამ კრიზისის გადაწყვეტის მიზნით ბენ–გურიონი დათანხმდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან „რეპარაციის“ შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი.

თანამედროვე პერიოდი (1967 წლის შემდეგ)

1973 წლის 6 ოქტომბერს „იჰომ კიპურის“ დღეს (სამსჯავროს დღე), რომელიც ებრაული კალენდრის ყველაზე წმინდა დღეს წარმოადგენს, როცა ყველა მორწმუნე ებრაელი სინაგოგებში იმყოფება, ეგვიპტემ და სირიამ ერთდროული იერიში მიიტანეს ისრაელზე. „სამსჯავროს დღის ომი“ 26 ოქტომბერს დასრულდა. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, „ცახალმა“ წარმატებთ მოიგერია ეგვიპტისა და სირიის არმიების თავდასხმა.

1977 წლის „ქნესეთის“ არჩევნები შემობრუნების წერტილად იქცა ისრაელის პოლიტიკურ ისტორიაში. პარტია „ხერუტმა“ (დღეს „ლიკუდი) მენაჰემ ბეგინის ხელმძღვანელობით ხმების უმრავლესობა მოიპოვა და ძალაუფლება ჩამოართვა პარტია „მაპაის“ (დღეს „ავოდა“).

1995 წლის ნოემბერში იცხაკ რაბინი მოკლა ებრაელმა ექსტრემისტმა იგალ ამირმა.

სიონიზმის იდეოლოგიური მიმდინარეობები

მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში სიონიზმის იდეოლოგიაში რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი გახლდათ სოციალისტური სიონიზმი, რევიზიონისტული სიონიზმი და რელიგიური სიონიზმი.

სოციალისტური სიონიზმის მოძრაობა

სოციალისტური სიონიზმის მოძრაობა, რომელიც აღმოცენებიდან 1970–იან წლებამდე დომინანტ მიმდინარეობას წარმოადგენდა, აცხადებდა, რომ ებრაული სახელმწიფოს ეკონომიკა უნდა დაეფუძნოს სოციალიზმის პრინციპებს. ამ მიმდინარეობას პირობითად შეიძლება მივაკუთვნოთ სიონიზმის ფუძემდებლები მოზეს ჰესი და თეოდორ ჰერცლი.

ამ იდეოლოგიური მიმდინარეობის დამფუძნებლად ითვლება ნახმამ სირკინი, რომელმაც მ.ჰესის იდეები განავითარა სტატიაში „ებრაული საკითხი და ებრაული სოციალისტური სახელმწიფო“ (1898 წ.), სადაც იგი ამტკიცებდა, რომ სიონისტური მოძრაობა წარმატებას მაშინ მიაღწევს თუ ებრაული სახელმწიფო „დაეფუძნება სამართლიანობას, გონივრულ დაგეგმარებას და სოციალურ სოლიდარობას“. დიასპორაში მსგავს შეხედულებებს ქადაგებდნენ ცეირეი ციონი, ერეც–ისრაელში – „ჰა–პოელ ხა–ცაირ“–ის წევრები, რომლებიც ებრაელთა ერეც–ისრაელში დაბრუნებას და მწარმოებლურ შრომაზე გადასვლას განიხილავდნენ, როგორც ერის ზნეობრივი თვითსრულყოფის საშუალებას. ამ იდეებმა ასახვა ჰპოვეს ა.დ. გორდონის შრომებში.

სოციალისტური სიონიზმის მეორე თეორეტიკოსი ბერ ბოროხოვი შეეცადა ებრაელთა ეროვნული მოძრაობის კონცეფცია შეექმნა მარქსისტულ ისტორიული მატერიალიზმის საფუძველზე. ბ. ბოროხოვის იდეებით ხელმძღვანელობდნენ მოძრაობა „პოალეი ციონის“ მონაწილეები.

სოციალისტური სიონიზმის მომხრეები შეადგენდნენ მეორე და მესამე ალიის ბირთვს. მათი რიგებიდან გამოვიდა „იშუვას“ თითქმის ყველა ლიდერი 1920–40 წლებში, ისრაელის სახელმწიფოს ბევრ დამაარსებელთაგანი და მის პირველ ხელმძღვანელთაგანი.

პარტიამ „მაპაი“ (მოგვიანებით „ავოდი“ და შემდგომში „ისრაელ ახატი“), რომელსაც ბენ–გურიონი ედგა სათავეში და ამ იდეოლოგიის მთავარ გამომხატველს წარმოადგენდა, დროთა განმავლობაში პოპულარობა დაკარგა და, გარკვეულწილდა, დაშორდა სოციალისტურ იდეოლოგიას. ამასთან ერთად, სოციალიზმის სხვა სიმბოლოები (როგორებიცაა კიბუცები, ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლი და პროფკავშირების მნიშვნელოვანი როლი) ისრაელში დღევანდელ დღემდე ძალაშია. ისრაელში ერთ–ერთ წამყვან სოციალისტურ პარტიას წარმოადგენდა პარტია „მაპამი“ (გაერთიანებული მუშათა პარტია), რომელიც ცდილობდა მარქსიზმ–ლენინიზმის გაერთიანებას და კომუნისტური რიტორიკის სიონიზმის იდეოლოგიასთან დაკავშირებას. მოგვიანებით ეს პარტია ბლოკში გაერთიანდა „მერეც–იახადთან“.

„რევიზიონისტთა“ მოძრაობა

სიონიზმის ერთ–ერთი მიმდინარეობა, რომელსაც „რევიზიონიზმი“ ეწოდა (იგულისხმება, რომ ამ იდეოლოგიური მიმართულების მომხრეებმა სიონიზმში მოახდინეს სიონისტ–სოციალისტების იდეოლოგიის რევიზია, რომელიც მე–20 საუკუნის დასაწყისში დომინირებდა სიონისტურ მოძრაობაში), დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ვლადიმერ (ზეევ) ჟაბოტინსკი (1880–1940).

სიონისტ–რევიზიონისტების შეხედულებით, ებრაული სახელმწიფოს ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს უნდა დაყრდნობოდა. მე–20 საუკუნის შუაწლებამდე სიონიზმში ეს მოძრაობა მეორეხარისხოვნად იქცა, თუმცა, მოგვიანებით, სიონისტ–რევიზიონისტების გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ იდეოლოგიური მიმდინარეობის პარტია „ხერუტი“ (მოგვიანებით „ლიკუდი) დიდი ხნის განმავლობაში ისრაელის ერთ–ერთი მმართველი პარტია იყო.

რელიგიური სიონიზმი

სიონიზმის კიდევ ერთი იდეოლოგიური მიმდინარეობა სახელად „რელიგიური სიონიზმი“ ჩამოაყალიბა აბრაამ–იცხაკ კუკმა (1865–1935), რომელიც იყო მე–20 საუკუნის უდიდესი რელიგიური ავტორიტეტი და „ისრაელის ქვეყნის“ მთავარი რაბინი 1921–1935 წლებში. მისი თქმით, სიონიზმი არა თუ არ ეწინააღმდეგება ორთოდოქსულ იუდაიზმს (როგორც ამას დღემდე თვლიან ულტრა–ორთოდოქსი რაბინები), არამედ, პირიქით, იგი უნდა გახდეს საფუძველი იუდაიზმის ასაღორძინებლად. ამ იდეოლოგიას მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა ეროვნულ–რელიგიური პარტია „მაფდალი“, რომელიც, მოგვიანებით შევიდა ბლოკში „იჰუდ ა–ლეუმი“ („ეროვნული ერთობა“).

პოსტსიონიზმი

პოსტსიონიზმის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სიონიზმმა უკვე შეასრულა თავისი მისია ისრაელის სახელმწიფოს შექმნით და ისრაელის ხალხმა მიზნად უნდა დაისახოს „ნორმალური“ მიზნები, როგორიცაა ცხოვრების დონის ამაღლება და სოციალურ–კულტურული კეთილდღეობის ამაღლება.

ასეთი ცვლილება ცნობიერებაში „ექსვდღიანი ომის“ შემდეგ მოხდა (1967). თუმცა, ერის ნაწილი თვლიდა, რომ „ექვსდღიანმა ომმა“ გზა გახსნა მესიანისტური მისწრაფებების რეალიზებისთვის, კერძოდ, „დიდი ისრაელის“ შექმნისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий