30 янв. 2016 г.

ინტეგრალური ნაციონალიზმი (ვ. ავდეევი)

„უკანასკნელი ორი წელიწადი  რუსული ნაციონალური ელიტის ცნობიერებაში გარდატეხით აღინიშნა. ჯერ კიდევ ახლახანს სლავიანოფილობის, თეთრი ემიგრაციის, ევრაზისტობის და მსგავსი არქაიზმების თეორეტიკოსთა შრომები შეუვალ ავტორიტეტებად განიხილებოდა ინტელექტუალურ წრეებში. მესამე რომის, ევრაზიული იმპერიის, მონარქიული სახელმწიფოს კონცეფციები ჯერ კიდევ იპყრობდა საკმაოდ გონიერი ადამიანების გონებას.
მხოლოდ 1995-1996 წლებში მოხდა ხარისხობრივი ნახტომი. „ნაციონალ-პატრიოტების“ კლასიკური განსაზღვრება, როგორც ერთგვარი საფარველი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის ბობოქარი იდეოლოგიური მიმდინარეობების ხლართად შეიფუთა (შეიკრა), შიდადაპირისპირების წნეხის ქვეშ დაიშალა. ნაციონალ-პატრიოტები, რომლებიც აქამდე გაუცნობიერებლად ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ, დაიშალნენ პატრიოტებად და ნაციონალისტებად. ეს  განხეთქილება ძველ, დრომოჭმულს და ახალს შორის, რომელიც შეუპოვრად მიიკვლევს გზას მომავლისკენ, თვალნათლად გამოიკვეთა პატრიოტებსა და ნაციონალისტებს შორის არსებული წინააღმდეგობების საბოლოოდ გამომზეურებით. ფასეულობათა ორი სისტემა საბოლოოდ გაემიჯნა ერთმანეთს. ისინი ჩამოყალიბდნენ და თავი განაცხადეს მთელი თავისი სისავსით.
სამშობლოს ბედით შეწუხებულ ინტელექტუალთა ბანაკში არსებულმა ყველა წინააღმდეგობამ (განსხვავებულობამ) მეორე პლანზე გადაინაცვლა ან სრულიად გაქრა, რადგან წინა პლანზე საბოლოოდ გამოვიდა ძირეული ფილოსოფიური საკითხი, რომელიც ყველ დიდი სახელწმიფო ორგანიზმის საფუძველში ძევს: რა უფრო მეტია: სისხლი თუ მიწა (მამული)? სოციალიზმის, მართლმადიდებლური მონარქიის რესტავრატორები, კომუნა-ევრაზისტები, ასევე, თეთრი ემიგრაციის ანტიკვარული ესთეტიკის მიმდევრები - ყველამ ამ ჯგუფმა, ასე თუ ისე, უპირატესობა მიანიჭეს გაერთიანებას მიწის (მამულის) პრინციპით. ყველამ, რომელთა ცნობიერებაშიც „ოქროს საუკუნე“, „წმინდა რუსეთი“ და კეთილდღეობითი დიდების  სხვა სიმბოლოები წარსულში მოიაზრებოდა, უპირატესობა მიანიჭა ტერიტორიის საერთოობის ნიშნის მიხედვით გაერთიანებას.
მაგრამ, მათ, ვისაც სურს იხილოს პრინციპულად „ახალი რუსეთი“,  რომელთათვისაც უცხოა ბიზანტიური ღვთისმოსაობა და საეკლესიო იმპერიის ბლანტი სენტიმენტალობა, ყველამ  უპირატესობა სისხლის პირველუზენაესობას მიანიჭა. ყველამ, ვისაც სურს იხილოს ძლიერი რუსეთი, დინამიური, სიცოცხლით აღსავსე და ულტრათანამედროვე სახელმწიფოდ, ყველამ, ვისთვისაც მისი მომავალი ყველაზე ძვირფასია, თუნდაც ჰეროიკულ და პომპეზურ წარსულზე ძვირფასიც კი - ყველა მათგანმა უპირატესობა მიანიჭა ნაციონალიზმს.

მათ ნაცია  საკრალური სულიერების და მრავალეროვნული სულის უხილავი მშვენიერების შესახებ ყველა უსარგებლო საუბარზე მაღლა დააყენეს. ინტელექტუალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიწყო მსჯელობა რასების და შესაბამისი მენტალობის შესახებ, ადამიანის ნორდიკული ტიპის შესახებ, არიელების სამშობლოს შსახებ და ჩრდილოეთის სამრეწველო ცივილიზაციის შესახებ. ყველაფერი, რაც აქამდე კომუნალური ევრაზიული იდეოლოგიის პირობებში აღრეული იყო, გაიყო და განისაზღვრა.
ის რაც საგულდაგულოდ იმალებოდა, სრულიად თვალსაჩინო გახდა. მიღწეული გამოფხიზლების (განჭვრეტის) ეფექტი აფეთქებულ ბომბს ჰგავდა. ნაციონალისტური აზროვნება უცბად უფრო თანამედროვე, მეცნიერული და აღმატებული აღმოჩნდა. იქ სადაც პატრიოტი აპელირებდა თავისი ფასეულობების სისტემაზე და სუმბურულ ნოსტალგიურ სახეებსა და შეუსაბამო განსაზღვრებებს ეყდრნობოდა, იქ ნაციონალისტმა დაიწყო მოქმედება რასობრივი და ეთნიკური სტატისტიკის მონაცემებით. იქ სადაც პატრიოტმა მოიხმო უსახური გარენაციონალური სულიერება, ნაციონალისტმა უპირატესობა მიანიჭა ელაპარაკა რასობრივი არქეტიპის შესახებ.

ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი აზროვნების ორ ანტაგონისტურ ტიპად ჩამოყალიბდა. მომავლის რუსეთის მშენებლებმა სამუდამოდ გაწყვიტეს კავშირი მისი წარსულის კოლექციონერებთან და რესტავრატორებთან. პირველად უშუალოდ ჩვენს თვალწინ აღმოცენდა მძლავრი ლოზუნგი „ნაციონალისტები პატრიოტების წინააღმდეგ“, რადგან კოორდინატების ახალ სისტემაში არსებულმა სახელმწიფომ რუსი ხალხის ინტერესებთან  შეუსაბამობა გამოავლინა. ევრაზისტი მშვიდად აცხადებდა, რომ რუსი ხალხი - ეს არის მსოფლიო პასიონარობის საწვავი მასალა; კომუნისტი თვალის დაუხამხაბელად ამართლებდა რუს ხალხზე თავსდატეხილ უბედურებებს რევოლუციის და ინიტერნაციონალური ვალის ექსპორტის სახელით, მართლმადიდებელი კოსმისტი კი დაუფიქრებლად აბარებდა რუს ერს ღვთის სასუფევლის ლომბარდში აღთქმული ცხონების კვიტანციის ქვეშ. და მხოლოდ ნაციონალისტი, პირველად, შეიძრა ამ მოჩვენებითი ორსახოვანი ღვთისმოსაობით, შეიზიზღა ყოველივე ეს ზიანის მომტანი იდეალიზმი და აღდგა ყოველივე ამის წინააღმდეგ. დიდი ევრაზიული სივრცის ქიმერული მშვენიერება აღარ ატყვევებს ადამიანის გულს, რომელიც თეთრი რასის გაქრობის კონსტატაციას ახდენს.  სახელმწიფო, რომელიც ჩაგრავს რუსებს, აღარ წარმოადგენს პატრიოტულ ფეტიშს ნაციონალისტის ცნოებირებაში. თუ სახელმწიფო, რომელიც ყველა ჯურის პატრიოტისთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენს, რუსი ხალხის განადგურებაზე მუშაობს, მაშინ თავად ეს სახელმწიფო უნდა განადგურდეს. ასეთია ნაციონალისტის მიერ გამოტანილი განაჩენი. არსებულ ვითარებაში მოქმედი სახელმწიფო მანქანის შენარჩუნება გამოიწვევს რუსი ერის დიდი ნაწილის გარდაუვალ დეგრადაციას და დაღუპვას. 

----------------
მასალა რუსულიდან ითარგმნა ქართველ ეთნონაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" მიერ და აღნიშნული თარგმანი წარმოადგენს ორგანიზაციის ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნული მასალის უნებართვოდ გამოყენება და გამოქვეყნებისას კუთვნილების და მფლობელის არმითითება გამოიწვევს შესაბამის იურიდიულ პასუხისმგებლობას!

Комментариев нет:

Отправить комментарий